ჯორჯ ბუში — ჯონ მაკკეინი ზნეობრივი ადამიანი იყო, ის იმ ღირსებებით ცხოვრობდა, რამაც ძალა და მიზანი შესძინა მის ცხოვრებას და ქვეყანას

ზოგიერთი სიცოცხლე იმდენად კაშკაშაა, რომ რთულია იმის წარმოდგენა, რომ დასრულდა. ზოგიერთი ხმა იმდენად ძლიერია, რომ რთულია იმის გააზრება, რომ ამიერიდან გაჩუმებული იქნება, — ამის შესახებ ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში მე და ჯონი ვიხსენებდით ჩვენს პოლიტიკურ კონკურენციას, როგორც ფეხბურთელები იხსენებენ დიდ თამაშს. საბოლოოდ კი, მე მივიღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი: ჯონ მაკკეინის მეგობრობა. მე ის ძალიან დამაკლდება“, — განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა ასევე ისაუბრა იმ ღირსებებზე, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინს ჰქონდა.

„უპირველეს ყოვლისა, ჯონი იყო ზნეობრივი ადამიანი. ის იმ ღირსებებით ცხოვრობდა, რამაც ძალა და მიზანი შესძინა მის ცხოვრებასა და ქვეყანას. ის მამაცი იყო და ისეთი სიმამაცე ჰქონდა, რომელმაც მისი დამატყვევებლები შეაშინა და მისი თანამემამულეები შთააგონა. ის პატიოსანი იყო. ის ყოველთვის აღიარებდა, რომ მისი ოპონენტები პირველ რიგში პატრიოტები იყვნენ. ჯონი ყველაზე უფრო ვერ იტანდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მასში იყო რაღაც, რას მას აიძულებდა მხარი დაეჭირა მივიწყებულ ადგილებში მივიწყებული ხალხისთვის“, — აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.

ჯორჯ ბუში

ჯორჯ ბუში

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *