ძლიერი ხანძარი სოფელ ხიდისთავში — გვიან ღამით კერძო საწყობში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ამ დრომდე აქრობენ

ძლიერი ხანძარი სოფელ ხიდისთავში — გვიან ღამით კერძო საწყობში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები ამ დრომდე აქრობენ. ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა საწყობში არსებული ნახერხი და თივა, რომელიც საქონლისთვის ინახებოდა, ამ დრომდე იწვის.

ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს. დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *