ყაჩაღობა იარაღის მუქარით — მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია

ყაჩაღობა თბილისის ცენტრში — ცოტა ხნის წინ თამარაშვილის 10 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო კომპანია „ინექს გრუპი“ დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით კომერციულ ობიექტში თავდამსხმელი შეიარაღებული შევიდა. დაყაჩაღებისას შენობაში ორგანიზაციის თანამშრომლები-მოლარე და ოპერატორები იმყოფებოდნენ. წაღებულია თანხის ნაწილი, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია.

„მოვედით და ვარკვევთ ახლა რა მოხდა შიგნით. შიგნით იყო მოლარე და ოპერატორები. მიკროსაფინანსოა მოგეხსენებათ,“-აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

თვითმხილველების ინფორმაციით დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა.

ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *