კანონპროექტი, რომელიც მარგველაშვილის თანამშრომლების გათავისუფლებას ამარტივებს — მმართველ გუნდში განმარტებებს არ აკეთებენ

კანონპროექტის ინიციატორი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი კონპესაციის და გაფრთხილების გარეშე, ადმინისტრაციის თანამშრომლები გაათავისუფლოს, უმრავლესობის წევრები — რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, არიან.

რატომ მოხდა ამ კანონპროექტი შემუშავება და უკავშირდება თუ არა ის სალომე ზურაბიშვილის სურვილს, ახლიდან დააკომპლექტოს ადმინისტრაცია, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი, ამაზე არ საუბრობს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა, რასთან დაკავშირებით, მას არც ეს დაუკონკრეტებია.

„კონსულტაციები მიდის და გეტყვით ზუსტად, რა ფორმულირებით და როგორი იქნება. მაგას გეტყვით კონსულტაციების შემდეგ,“ — განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

ცვლილება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 58-ე მუხლში შედის და მისი მიხედვით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება და შესაბამისად, ისინი აღარ ჩაითვლებიან საჯარო მოხელეებად.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

ქართული ოცნება

ქართული ოცნება

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *