ვახტანგ ძაბირაძე — იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერს „რუსთავი 2“ აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის

ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე

გუშინდელი ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ „ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც ქვეყანაში რეალურად არის შექმნილი“.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერს „რუსთავი 2“ აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა.

„ჩემზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ინტერვიუმ, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად რეზიუმეს თუ ავიღებთ, რაზეც იყო ლაპარაკი, საერთოდ, გამოდის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კატასტროფული ან ცუდი კი არ არის, ამას „რუსთავი 2“ აკეთებს და როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმე მთლად ისე ვერ არის, ანუ ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც რეალურად არის ქვეყანაში შექმნილი. თუ რეალურად, მართლად ასე ფიქრობენ, რომ მხოლოდ „რუსთვი 2“ია დამნაშავე და ყველაფერი დანარჩენი ვარდისფრად არის, მაშინ მძიმე პრობლემები გვექნება და კიდევ უფრო გაუარესდება სიტუაცია. სხვა საკითხია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ვერ აცნობიერებენ იმას, რომ სააკაშვილი მთლიანად ფლობდა ყველა ტელევიზიას, მათ შორის „რუსთავი 2-„-ს მაგრამ ამან 2012 წელს ვერ უშველა და ამის გაცნობიერება უჭირს ხელისუფლებას და ყველაზე იოლი გამოსავალი არის გადაბრალება. თქმა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს „რუსთავი 2“ აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა“, — აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ მოიცავდა ძლიერი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არამედ ეს იყო გამოსავლის ძიება და თუ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მსგავსი გამოსვლა უნდა ჰქონოდა, სჯობდა, საერთოდ არ გამოსულიყო.

„ეს არის იყო ძლიერი პარტიის განცხადებები, ეს იყო გამოსავლის ძიება. ერთი ტელევიზია თუ ახერხებს იმას, რომ მთელი სახელისუფლებო გუნდი ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ჩააყენოს, ის გუნდი და პარტია ძლიერი ვერ არის, ვერანაირი, ვერც საქმის კეთების, ვერც ინტელექტუალური თვალსაზრისით, ამიტომაა ეს პრობლემა. ამიტომ ივანიშვილის გუშინდელი მთელი ეს გამოსვლა, როგორც ჩანს, იყო მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოებრივი აზრი სხვა კუთხით წარემართა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს არ და ვერ იმუშავებს, თუ ასეთი გამოსვლა უნდა ჰქონოდა და მას გეგმავდა, ჩემი აზრით, ჯობდა არ გამოსულიყო, იმიტომ რომ აქ უკვე დადგა საკითხი, რამდენად სწორად და ადეკვატურად ფლობს ხელისუფლება სიტუაციას“, — აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ

,

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *