«დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს“ — ვაშაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზე

ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არ იყოს ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსირების არც ერთი მექანიზმი — ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე,  პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების 40% შემცირებას.

ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ თანამდებობაზე.

„ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ, ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოსი არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არცერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ,რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს,რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

მაგრამ  ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი მომავალ 2019 წელს 4 მლნ ლარით, ანუ 40%ით მცირდება, საერთოდ უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც. გარდა ამისა, მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *