დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს — გიორგი გახარია

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს,» — ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის დროს გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას განუცხადეს, რომ ხელისუფლება ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით კირიკიტაძე კი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას აპირებდა, რასაც თავისი ფასი აქვს.

„მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16-ში და 16-ში მოხდა მარტივი რამ, ზოგიერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა წინა დღეს დაანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციას თავს დაესხა პოლიციელს. ჩემთვის ეს საკმაირისია, რომ არანირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს არის და ეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი, ბოდიში, როდესაც გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა, ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა, ასეა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი, პოლიციელზე თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დათმობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით,»- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 გიორგი გახარია

გიორგი გახარია

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *