გრიგოლ ვაშაძე — 45%, სალომე ზურაბიშვილი — 55% — Edison Research ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს — 55%.

17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ — 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი.

,

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *