გიორგი ლომიას განცხადება უფრო ანეკდოტის სტატუსს იღებს — გია ნოდია

„მას რაღაცნაირად ეჭვი შეაქვს სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში, აბა რისკენ მოუწოდებდა მაშინ ხალხს, როცა მათ მიტინგზე ეძახდა,“- ასე ეხმაურება ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე, გია ნოდია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას განცხადებას  სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით.

ნოდია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის კომენტარს ანეკდოტს უწოდებს. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანსი“ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა და აქციებსაც მართავდა.

„ზედმეტად ჩაეხუტნენ „ქართულ ოცნებას“ და რანაირი ოპოზიცია არიან ისინი თუ მთავარი და აქტიური მომხრეები იყვნენ მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ნუ რაღაც უნდათ, რომ დაიბრუნონ თავისი ცალკე იდენტობა, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სხვადასხვაა, ნუ „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის „ქართული ოცნების“ ფილიალი, რომელსაც ის იყენებს, როგორც მოუნდება. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ოპოზიციური პარტია, გაერთიანებული ოპოზიცია არ ცნობს მის გამარჯვებას და პლუს ამას ცალკე აღებული გიორგი ლომია არ ცნობს მის გამარჯვებას, ლომიას განცხადება უფრო ანეკდოტის სტატუსს იღებს, ვიდრე სერიოზული პოლიტიკური რეალობის. მთლიანად პარტია რომ გაემიჯნოს პარტია, ოფიციალურად და თქვას, რომ ის ლეგიტიმურად არ ცნობს, მაინც ანეკდოტი იქნება, მაგრამ შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ანეკდოტი,“- განაცხადა გია ნოდიამ.

გიორგი ლომიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია არ აქვს. მისი თქმით, ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება.

გია ნოდია

გია ნოდია

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *