გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, არ იყო ჩატარებული — გახარია ხორავას ქუჩის მკვლელობებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს პარლამენტის სასესიო სხდომაზე დეპუტატებთან აკეთებს.

მინისტრის შეფასებით, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გადაცდომები ვერ დაადგინა.

გახარიას თქმით, საგამოძიებო კომისიამ გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ძიება, რაც ასევე მინისტრის შეფასებით, ვერ დაადგინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგამოძიებო კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მართლაც არ ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, კომისიამ ვერ შეძლო დაედგინა, რა გავლენა მოახდინა ამან საბოლოო შედეგზე.

„ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა, ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან იქონია საბოლო შედეგზე გავლენა თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის, ეს იყო თქვენი მანდატი.

„მე როგორც შს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არ ჩატარებული, ერთი და თუ იქონია ამან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არ იქონია და აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ, ერთმნიშვნელოვნად, როგორც კი, ვთვლი, რომ უნდ დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე, პირველი მივიდე და მივცე ჩვენება, ისევე, როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ ის პასუხისმგებლობები, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც კომისიას უნდა შეესრულებინა.

„ჩემი ღრმა რწმენით, კომისიის ფუნქცია მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ მას აშკარად დაედასტურებინა მოხელეების მხრიდან და სამოხელეო გადაცდომა იყო თუ არა და კომისიამ, ეს ფაქტობრივად, ვერ დაადასტურა,» — განაცხადა გიორგი გახარიამ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *