ამ ბიჭებს ამდენი შეურაცხყოფა რომ მიაყენა ივანიშვილმა, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს — გიორგი ბარამიძე

„უტიფარი მატყუარა ხარ ლაჩარო გახარია, ლაჩარო ბიძინა ივანიშვილო. შენ რაც დღეს გააკეთე, შეურაცხყოფა მიაყენე საკუთარ თავს, ხალხს კი არ მიაყენე შეურაცხყოფა, საკუთარ თავს» — ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი ბარამიძემ  გააკეთა.

გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დღევანდელი ქმედებით, თავი კიდევ ერთხელ შეირცხვინა.

„მთელმა მსოფლიომ დაინახა დღეს თქვენი სახე. თქვენ ნუ გგონიათ, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის რაიმენიარად პლუსია, თქვენ შეირცხვინეთ თავი კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მოიჭერით თავი, რომ თქვენი ტყუილები რომ კიდევ ერთხელ მთელი საქართველოსთვის გახდა ნათელი. აღარ გამოგივათ ეს ტყუილები. კახეთიდან რომ დაიწყეთ, პატარა ბავშვის სიკვდილი რომ დაგაბრალეთ და სიბინძურეებით რომ დაიწყეს, მაიმუნობებით რომ დაიწყეთ. გგონიათ, რომ კიდევ გააგრძელებთ დიდხანს ამ ტყუილებით,“ — განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმით, მშვიდობიანი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

„ხალხს ვერავინ ვერ დაუდგება წინ… ბევრს ვერ გასტანენ ესენი, იმიტომ რომ ეს ბიჭები რომ არიან, რომლებითაც ვამაყობთ ჩვენ, ჩვენი პოლიცია, ჩვენი შექმნილი პოლიცია, ამათ დღეს აიძულეს, უკანონო ბრძანებები შეასრულებინეს. ამათმა ძალიან კარგად იციან და მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გული სტკივათ ამათაც. ამ ბიჭებს ამდენი შეურაცხყოფა რომ მიაყენა ივანიშვილმა, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს, აუცილებლად მიუჩენს თავის ადგილს,» — ამბობს ბარამიძე.

გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *