«ალბათ, პოლიტიკური საქმეა» — რადას დეპუტატი სემენჩენკო დონბასის ბატალიონის ყოფილი წევრების თბილისში დაკავებას აპროტესტებს

უკრაინის რადას დეპუტატი დონბასის ბატალიონის ყოფილი წევრების თბილისში დაკავებას და მათთვის დნმ-ის ნიმუშის უკანონოდ აღებას აპროტესტებს.

სემენ სემენჩენკოს თქმით, შვიდივე ბრალდებულს სპეცოპერაციის ჩატარების დღეს აუღეს ანალიზი და დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ეს მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

რადას დეპუტატი ითხოვს, რომ დადგინდეს, რა ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს დაკავებულებს. მას ასევე აინტერსებს, რატომ არიან ისინი მოთავსებულები ე.წ. მატროსოვის ციხეში.

დეპუტატი ამ დრომდე ე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფება, სადაც სემენ სემენჩენკომ მედიასთან ისაუბრა.

„ამ ციხეში იმყოფება უკრაინის ოთხი მოქალაქე. რამდენად მესმის, საპატიმრო პოლიტპატიმრებისთვისაა. ალბათ, ყველასთვის გაუგებარია, რატომ ჩასვეს აქ უკრაინელები. ალბათ, პოლიტიკური საქმეა. ახლა ვამზადებთ, ადვოკატებთან ერთად, შუამდგომლობას ექსპერტიზის ჩასატარებლად. საქმე იმაშია, რომ სასამართლოზე უკრაინელებმა განაცხადეს, რომ უკანონოდ სასამართლოს ნებართვის გარეშე აუღეს ბიოლოგიური ანალიზი. ადვოკატები თითის ანაბეჭდების აღებას მოითხოვენ. ამ საქმეში ბევრი უცნაურობაა. ვიცით, რომ გვითვალთვალებდნენ. არ გვინდა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება დავადანაშაულოთ, მაგრამ მოვითხოვთ, გამოიძიონ ისე, რომ სკანდალი არ გამოიწვიოს. ბევრ უკრაინელს გაუჩნდა კითხვა, უსაფრთხოა თუ არა საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენი ამბავი გამოიყენეს უკრაინასა და საქართველოშიც ჩვენი ხალხის დასაშინებლად. ეს მხოლოდ პუტინისთვის არის მომგებიანი,“- განაცხადა სემენ სემენჩენკომ.

აცტორი: ნინო გაზდელიანი.

სემენ სემენჩენკო

სემენ სემენჩენკო

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *