ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში — მძიმედ დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში — სატვირთო მანქანას მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გაჩერებულ სადისტრიბუციო ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა.

​მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *