სალომე ზურაბიშვილი — მინდა, ვიყო ამ ქვეყნის დედა

მე მინდა ვიყო იმ ქვეყნის დედა, იმ ქვეყანაზე მზრუნველი, იმ ქვეყნის მფარველი, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი მომავალი, — ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კრწანისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ის ახალგაზრდების პრეზიდენტი იქნება.

„ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ბავშვებს ვხედავ აქ. მათთვის ვამზადებთ საქართველოს. მე კარგად ვიცი რაზე ვლაპარაკობ, თქვენსავით დედა ვარ. მე მინდა ვიყო იმ ქვეყნის დედა, იმ ქვეყანაზე მზრუნველი, იმ ქვეყნის მფარველი, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი მომავალი. ქვეყანა, საიდანაც აღარ მოინდომებთ წასვლას. კი ბ

salome zurabishvili

salome zurabishvili

ატონო, იმოგზაურეთ, მე მოგზაურობის პირველი დიდი მეხოტბე ვარ. წადით და იმოგზაურეთ, წადით და ისწავლეთ, მაგრამ უნდა დაბრუნდეთ და ეს ქვეყანა ახალგაზრდებმა უნდა ააშენოთ. მე უნდა ვიყო თქვენი, ახალგაზრდების პრეზიდენტი, რომელიც იქნება თქვენს გვერდში როგორც მომავლის პრეზიდენტი და არა წარსულის», — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას

,

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *