გრიგოლ ვაშაძე — „ქურდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების და პრობლემების მიმართ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს

„ქურდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების და პრობლემების მიმართ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, — ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ჯობდა ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული შეხვედრა საერთოდ არ გაემართა.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ ამ ინტერვიუდან გაიგო შემდეგი : 1. ბიძინა ივანიშვილი სრულიად უჭერს მხარს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ომი რუსეთთან დაიწყო საქართველომ და დაბომბა თავისი მძინარე მოსახლეობა; 2. აღმოჩნდა, რომ მას გაცილებით უფრო მჭიდრო და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან ვიდრე ჩვენ გვეგონა. ამ უნიჭო სპექტაკლის დიდი ნაწილი მან მიუძღვნა ფარცხალაძის დაცვას და შეგვატყობინა, რომ ის არაფერშია დამნაშავე, არავითარი გამოძიება მის მიმართ არაა საჭირო და ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ უფრთო ანგელოზია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მან მშვენივრად იცოდა ყიფიანის სარდაფში ჩაყვანაზე, სადამსჯელო ოპერაციაზე და თუ როგორ მოქმედებს ფარცხალაძის კრიმინალური ბანდა. 3. პირდაპირ განაცხადა, რომ მარიხუანა არა მარტო მისი ინიციატივაა, არამედ მისი ბიზნესინტერესია და მას ძალიან მოსწონს დაახლოებით 500% მოგების მიღების პერსპექტივა. შემიძლია დავამშვიდო, მას არ მოუწევს ამის გაკეთება, რადგან საქართველოში არავინ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ნარკოპლანტაციად და ხელისუფლების ნარკობარიგად გადაქცევას. 4. მან აგრეთვე შეგვატყობინა, რომ დათო სარალიძის საქმეზე გამოძიება სამართლიანად მიმდინარეობს და ყველა უნდა დაველოდოთ. ზუსტად ისევე, როგორც დღემდე ყველა ველოდებით ფარცხალაძის მიერ მაგალითად თოდრიას ცემას ან რაფალიანცის საქმის გამოძიებას, შეგვიძლია ათობით ასეთი საქმე ჩამოვთვალოთ. 5. შოკისმომგვრელი იყო აბსოლუტურად, როგორ იცავდა იმ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ვისი უძრავი ქონებაც გვაჩვენა „რუსთავი 2“-მა და საიდანაც ჩვენ დავინახეთ რა ფანტასტიური ბიზნეს ნიჭი აღმოაჩნდა ამ ხალხს და როგორ გაიფურჩქნა ეს ბიზნეს ნიჭი, რაც ხელისუფლების კაბინეტებში შევიდნენ. 6. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა იმ უტიფარი და თავხედი დაპირებების გამო, რომლითაც მან ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს დააკარგვინა 6 წელი, თავზე დაგვასვა კრიმინალური არაკანონიერი შეიარაღებული ბანდები, რომლებმაც ქვეყანა გაძარცვეს რომლებმაც ლარის კურსის დევალვაციის გამო, ბიუჯეტი შეამცირეს თითქმის ერთი მესამედით, ეს პიროვნება კიდევ ბედავდა გუშინ და გვეუბნებოდა თუ თქვენ გათიშავთ თავისუფალ მედიას ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ს, მაშინ აღმოაჩენთ, რომ გასაოცარ დემოკრატიაში და აყვავებული ეკონომიკის პირობებში ცხოვრობთ“, — განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ «ქართული ოცნების» თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

გუშინ ინტერვიუ სამი ტელეარხის ჟურნალისტს მისცა.

,

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *